მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც შემოსავლიდან მნიშვნელოვან თანხას სწორედ მედიკამენტებში ხარჯავს, უკვე იცის, რომ რეალობა მალე შეიცვლება. დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს წამლის ბაზარი თურქეთისთვისაც, იხსნება უკვე ხელმოწერილია.
საქართველომ თურქეთი იმ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც წამლების იმპორტი ხორციელდება. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ღირებულების შემცირებაა - ამ შედეგს მოსახლეობასთან ერთად მთავრობაც ელოდება.
რა ფასთა სხვაობაა ქართულ და თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე, კარგად ჩანს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - კარდიოლოგიური, ონკოლოგიური, ჰორმონალური, დიაბეტის და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ღირებულებაში.
სია საკმაოდ გრძელია. პირველ ეტაპზე დაახლოებით 200-მდე მედიკამენტი გამოვლინდა, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში იაფად ყიდულობენ და ყველაზე ხშირად იყენებენ. თუმცა დაბალი ფასი ვერ იქნება ერთადერთი განმსაზღვრელი, მთავარი მოთხოვნა მაღალი ხარისხია.
პირველი ნაბიჯები გადადგმულია, ახლა იმპორტიორებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ შეღავათიან ფასთან ერთად ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვიდეს.