16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
თუ დღეს ვინმე ქართულ პოლიტიკაში რუსულ თამაშს თამაშობს, ეს "ნაციონალური მოძრაობაა" -  მიხეილ სარჯველაძე 

მმართველ გუნდში, მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს, "რუსულ თამაშთან" დაკავშირებით, პოლიტიკურ შეცდომას უწოდებენ. ქართულ პოლიტიკაში რუსულ წესებით თამაშში მიხეილ სარჯველაძე თავად ენმ-ს ადანაშაულებს. 

"თუკი ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკაში რუსულ თამაშს თამაშობს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ის დესტრუქციული აქტივობები, რომელიც მრავლად არის ბოლოდროინდელ ქრონიკებში. მე მგონია, რომ დრამატული შეცდომაა "ნაციონალური მოძრაობის" ან მისი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, როდესაც ისინი იჩემებენ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას პროდასავლურობაზე და სინამდვილეში სრულიად საპირისპიროები არიან,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილიც იმავეს ამბობს და განმარტავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში რუსული ინტერესები დაცვას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობა" არის ის პარტია, რომელიც ყოველთვის ცდილობს საქართველოში რუსული ინტერესები დაიცვას, მაგრამ არ გამოდის. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ერთი მხრივ, თვითონ იყო რუსული ინტერესების მატარებელი, რომელი სცენარიც არ გამოვიდა, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში კიდევ უფრო გამოიკვეთა ის ძალიან მძიმე კრიზისი, რაც მათთან არსებობს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები