20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდმა დედამიწას, საქართველოს დროით, დაახლოებით ღამის 01:51 საათზე ჩაუარა

დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდმა, საქართველოს დროით, დაახლოებით, ღამის 01:51 საათზე ჩაუარა.

ობიექტი 76 192 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით მილიონ ექვსასი ათასი კილომეტრის მოშორებით გადაადგილდებოდა.

მეცნიერები თავიდანვე გვაფრთხილებდნენ, რომ ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ბოლოს ასტეროიდი დედამიწის ორბიტასთან ასე ახლოს 89 წლის წინ იყო. 

NASA - ს ინფორმაციით კი, შემდეგი დედამიწას 2105 წელს მოუახლოვდება.

დღის ამბები