სოფელ კირბალთან საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს.
ისინი ჰყვებიან, რომ ოკუპანტები მანქანით მოძრაობდნენ და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს.
კირბალელები შიშობენ, რომ ამ მოქმედებას გაგრძელება მოჰყვება და ისინი სასაფლაოს ნაწილს დაკარგავენ.
უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სავარაუდოდ, ამ ფაქტის განხილვა მოხდება ხვალ ერგნეთში, ინციდენტის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე კომისიის მორიგი შეხვედრაზე.