რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ვითარება ევროპული უსაფრთხოების ირგვლივ, კრიტიკულია, რომელიც მისივე თქმით, კრიტიკულად NATO-მ და ვაშინგტონმა აქცია.
რიაბკოვი ამერიკისგან და NATO-სგან პასუხს მოითხოვს:
"ვითარება ევროპული უსაფრთხოების ირგვლივ, მართლაც კრიტიკულია და იგი ასეთად NATO-მ და ვაშინგტონმა აქცია, რომლებიც უკრაინას რუსეთზე ზეწოლისთვის იყენებენ. ჩვენ მათ გამოსავლის რეალური გზა წარმოვუდგინეთ, არა თამასის ასაწევად ან ვინმესთვის მანევრირების არეალი შესამცირებლად, არამედ იმისათვის, რომ კარგად გაიგონ რაზე ვსაუბრობთ და რა დონეზეა არსებული მოცემულობა ჩვენთვის მიუღებელი. ვისურვებდით, რომ შევთანხმებულიყავით პირველ რიგში ამერიკელებთან, რადგან ამ საკითხში ქვეყნის ზედმეტად დიდი წრის ჩართვას კონტრპროდუქტიულად მივიჩნევთ. ბირთვული თუ სხვა სახის შეიარაღების საკითხების მნიშვნელობის მიუხედავად, ამ მოცემულობაში მათ მეორეხარისხოვნად განვიხილავთ, რადგან პირველ რიგში გვჭირდება გარანტია NATO-ს გაუფართოვებლობაზე, 1997 წლის ევროპულ საზღვრებთან დაბრუნებაზე და ჩვენს საზღვრებთან დარტყმითი საშუალებების განუთავსებლობის თაობაზე. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. ჩვენ არ მიგვიღია ამერიკელებისა და ნატოელებისგან წერილობითი პასუხი ჩვენს შეთავაზებებზე, იმედი მაქვს ეს უახლოეს პერიოდში მოხდება.
საკითხი სასწრაფოა, არ ვართ მზად სამუდამოდ ლოდინისთვის - გვჭირდება პირდაპირი და გასაგები პასუხი - ჩვენი პროექტების მუხლობრივი დამუშავებით. ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა, სწორედ მათმა დაჟინებულმა კურსმა მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე. რაც შეეხება მათ მოთხოვნას, ჩვენი ჯარების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანაზე, მომავალშიც მოთმინებით გაგიმეორებთ, რომ ეს ძალები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამაში გარე ჩარევებით ცვლილებების შეტანას არ ვაპირებთ,"- აცხადებს სერგეი რიაბკოვი.