4 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილთან - საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება.
მეფე აბდულას გადაწყვეტილებით, ტერიტორია უკვე გადმოეცა საქართველოს, რომელსაც იორდანიაში საუკუნეების განმავლობაში არა ერთი ეკლესია მონასტერი ჰქონდა. ამის ნათელია მაგალითია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაარსებული შეჰანის ქართველთა მონასტერი, რომელმაც 3 საუკუნე იარსება. იორდანიაში ქართული კერების მოძიება ახლაც გრძელდება.
ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც იორდანიის სამეფოში საქართველოსთვის ნაჩუქარ ტერიტორიაზე აშენდება.
ახალი ამბავი პრემიერ-მინისტრმა დღეს ნათლისღების დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში გამოაცხადა. აღმოჩნდა, რომ პროცესის დიდი ხანია გრძელდება და მასში ჩართული იყო ყველა რგოლი: მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი და საპატრიარქო.