16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა - კიდევ რა დაგჭირდებათ ქვეყანაში სამოგზაუროდ

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ნფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოგზაურობის შემთხვევაში, საზღვრის გადაკვეთისას კვლავ სავალდებულოა ტესტირების ჩატარება და მხოლოდ კოვიდ-სერთიფიკატი შვეიცარიაში შესასვლეად საკმარისი არ არის.  

შესაბამისი ცნობა უკვე გამოქვეყნდა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, სადაც საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდ-პასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.

დღის ამბები