სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფი და ომბუდსმენი, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან ვიზიტებს ამ ეტაპზე წყვეტს. ისინი ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მონახულება, ვითარებას არ ცვლის. უცვლელია მათი მთავარი რეკომენდაცია, რომ - ფსიქოლოგიურთან ერთად მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა, ექიმთა ჯგუფმა ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მოამზადა. სპეციალისტების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა საყურადღებოა. მედიკოსები ექსპრეზიდენტის პოსტ-ტრამვულ აშლილობასა და დეპრესიაზე საუბრობენ. რეკომენდაცია მხოლოდ პასუხისმგებელ უწყებებს არ ეხებათ - ექიმები მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავენ და განუმარტავენ, რომ პროტესტის რადიკალური ფორმები, მის მდგომარეობის კიდევ უფრო შეცვლის.
კონსილიუმის წევრები თანხმდებიან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მუშაობის დაწყება სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც შესაძლებელია. ექიმების ნაწილი ამბობს, რომ არსებობს მედიკოსთა ჯგუფი, რომლიც მზად არის მკურნალობის პირველი ეტაპისთვის, თუმცა ამისთვის მსჯავრდებულის თანხმობასთან ერთად, აუცილებელია შესაბამისი უწყების ნებართვა.
ყველა ის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის გამოყენებაზეც სახალხო დამცველიც და სპეციალისტებიც საუბრობენ საქართველოში ხელმისაწვდომია. შესაბამისად, სპეციალისტების ჯგუფი ისევ არ საუბრობს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე.
კონსილიუმის წევრების და სახალხო დამცველის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ ეტაპზე სააკაშვილთან ვიზიტები შეწყვიტონ. ომბუდსმენი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მზად არიან მსჯავრდებული პრეზიდენტის მოსანახულებლად.