შტატების პირველი დიპლომატის ვიზიტი კიევში - ამერიკა უკრაინის გვერდითაა. ენტონი ბლინკენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვა. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ომის საფრთხე უპრეცედენტოა, ხოლო რუსეთმა ნებისმიერ დროს შეიძლება შეუტიოს უკრაინას.
დღეს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, სამხედრო დაზვერვამ ამცნო, რომ მისმა მტრულად განწყობილმა მეზობელმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა. საუბარია 127 000-ზე მეტ რუს ჯარისკაცზე. ეს კი უპრეცენდენტო საფრთხისა და იმის დასტურია, რომ თუ პუტინი მოინდომებს, ახალი ფრონტის გახსნას წამებში შეძლებს. სწორედ ამიტომაა უკრაინელი პრეზიდენტისთვის შტატების სამხედრო დახმარება მნიშვნელოვანი.
უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება აღიზიანებს რუსეთს, სადაც უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანაზე დასავლეთს უპასუხეს, რომ საკუთარ ტერიტორიებზე მოძრაობა მათი საქმეა. უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფენ მათ შორის ბელარუსიდან. ისინი ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ უკრაინის NATO-ს წევრობას, არამედ ალიანსთან მის უსტატუსო პარტნიორობასაც. ოფიციალურ მოსკოვს სურს ამერიკა დაჰპირდეს, რომ NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას პრაქტიკულად ვეტოს დაადებს. არ აწყობთ არც გაფართოების საკითხზე 10-20 წლიანი მორატორიუმი - "გვჭირდება რკინის გარანტიები," - აღნიშნა დღეს რიაბკოვმა.
რიაბკოვის ნაცვლად, ჟენევაში ამჯერად თავად ლავროვი გაემგზავრება, ბლინკენი მას პასუხს 21 იანვარს დაუბრუნებს. ამის შემდეგ კი გამოჩნდება, თუ რა კურსს მიიღებს საკითხი. მანამდე კიდევ რამდენიმე დღეა, ხვალ ამ დროს ბერლინში გამოიყენებენ - ერთ-ერთი სანქციის სახით "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" პროექტის შეჩერების კონტექსტში, ეს შემთხვევით დანიშნულებად ვერ ჩაითვლება. სახელმწიფო მდივანი პოზიციებს ხვალ ნატოელებთან შეაჯერებს.
ამუშავდება, თუ არა ნორმანდიული ფორმატი ჯერ უცნობია, მანამდე ვითარების დასტაბილურების მიზნით ინიციატივით გამოდის კიდევ ერთი ნატოელი - ერდოღანი ზელენსკისა და პუტინს მოსალაპარაკებლად ანკარაში ეპატიჟება.