16 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
განიხილება თუ არა საკადრო ცვლილებები "ქართულ ოცნებაში? ირაკლი კობახიძის განცხადებით - "ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა"

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში მმართველი გუნდის სამ ლიდერზე - პრემიერზე, პარლამენტის თავმჯდომარესა და დედაქალაქი მერზე ისაუბრა და შეკითხვაზე განიხილება თუ არა, მათი ცვლილება "ქართული ოცნების" გუნდში - უპასუხა, რომ ყველა ლიდერი მოწონების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ:

"პრემიერი არის ღირსეული, პარლამენტის თავმჯდომარე არის ღირსეული, მერი არის ღირსეული და სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გასული წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილება, შესაბამისი განათლება და მისი დამსახურებაა ის, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რაც იყო მეორე მაჩვენებელი მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე და მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. ხშირი ცვლილება ასეთი ლიდერების დონეზე, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები