16 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
"ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა" - ირაკლი კობახიძე 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში 5 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს დღე ძალიან მტკივნეული იყო, ვინაიდან უპრეცედენტო ძალადობა განხორციელდა მათ შორის ჟურნალისტებზე. 

მან ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს სპონტანური უწოდა და ამ კონტექსტში განმარტა, რატომ ვერ მოხდა ძალადობის თავიდან აცილება: 

"5 ივლისი ძალიან მტკივნეული დღე იყო ჩვენთვის სხვადასხვა მიზეზის გამო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, ეს არის მთავარი საკითხი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერ აცილებას. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ არ ელოდა იმ დროს.

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას, რომელიც იუნესკომ მოკლული რეპორტიორების სიაში შეიყვანა - ეს კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევაა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის ფეიკნიუსები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები