16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
სწორედ იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი - ირაკლი კობახიძე

"ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

საპროტესტო აქციების დროს, სადაც დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ ერთ-ერთმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარი ფაქტის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაჩნდა მოთხოვნები აფხაზეთის ა/რ-ს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის დავით ფაცაციას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ირაკლი კობახიძესთან ნათესაური კავშირი აქვს.

"პირველ რიგში ეს არის ტრაგედია და ბუნებრივია, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულის ოჯახს. რაც შეეხება თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს, სწორედ იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი, ეს იყო რეალური მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი იყო სრული სპეკულაციები. არცერთი ფაქტი არ ყოფილა მოყვანილი, რომელიც მიუთითებს, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაეკეთებინა და სხვანაირად გააკეთა. მერე გადავიდნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრზე, აქედან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მეტი არაფერი აინტერესებთ და ერთდღიანი დღის წესრიგებით მოქმედებენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები