16 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ნანა კაკაბაძე ამბობს, მიტროპოლიტ ნიკოლოზს არ აქვს კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების დაყენების უფლება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი, სახალხო დამცველს მიმართავს. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ ის ნინო ლომჯარიას ურჩევს, მიხეილ სააკაშვილის გარდა ყურადღება სხვა პატიმრებსაც დაუთმოს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით მიტროპოლიტ ნიკოლოზიც განცხადებასაც ეხმაურება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, მიტროპოლიტ ნიკოლოზს არ აქვს კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების დაყენების უფლება. 

"მაშინ, როდესაც ციხეებში ათი ათასამდე პატიმარია და აქედან სულ მცირე 2/3 მაინც აქვთ სხვადასხვა პრობლემები და საჭიროებს ომბუდსმენის ჩართულობას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ის მხოლოდ ერთ პატიმარზეა კონცენტრირებული. სამწუხაროდ, მეუფეს, ეტყობა, ის,  ვინც აწვდის ასეთ ინფორმაციას, არ აყენებს საქმის კურსში, რისი მოთხოვნის უფლება აქვს კანონმდებლობით. ეს არის კანონთან შეუთავსებელი, მაგრამ ეს ასევე შეუთავსებელია ყველანაირ სამართლიანობასთან,"-აცხადებს ნანა კაკაბაძე. 

ცნობისთვის:  ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.

დღის ამბები