19 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე საუბრობს. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პარტიებს შორის კოალიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა. 

"კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები