პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ღია მხარდაჭერას გამოთქვამს უკრაინის მიმართ, თუმცა მისივე თქმით, საკვანძო სიტყვა დასავლელ პარტნიორებს ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამერიკელ დიპლომატს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა, ისაუბრეს საკანონმდებლო საქმიანობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში მოვლენები დადებითი სცენარით წარიმართება.
"ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ წარიმართება მოვლენები, პირველ რიგში, უკრაინის გარშემო და ჩვენ აქ გავცვალეთ მოსაზრებები, ასევე, შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. პირველ რიგში, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და იმედი გვაქვს, რომ მოვლენები განვითარდება დადებითი სცენარით და ამაში დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ საკვანძო როლი,"- აცხადებს ირაკლიმ კობახიძე.