16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიაში "ნაციონალებთან" პოლიტიკურ ალიანსს გამორიცხავენ

"ნაციონალებთან" პოლიტიკურ ალიანსს გიორგი გახარიას პარტიაში გამორიცხავენ. განცხადება ბერდია სიჭინავამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის პარტია, ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან კოალიციაში არასდროს შევა.

"ჩენ მაქსიმალურად ღია ვიყავით და მაქსიმალურად მოვუწოდებდით ორივე მხარეს, მათ შორის "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობასაც", თანაბრად დაეჭირათ მხარი ჩვენი კანდიდატურებისთვის ამ მუნიციპალიტეტებში, რათა პირველი არ შექმნილიყო მუნიციპალური კრიზისი. საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც კოლაბორაცია შედგა, თანამშრომლობა შედგა ან ქორწინება შედგა, როგორც ამას მოიხსენიებენ "ქართული ოცნების" ოფისში, "ნაციონალურ მოძრაობასთან"- ეს არის მცდარი ინფორმაცია,"- განმარტავს, პარტიის ”საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა.

ამ ნაბიჯით კი, როგორც აცხადებენ, მუნიციპალურ დონზე კრიზისი განმუხტეს.

დღის ამბები