16 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
კელი დეგნანი შალვა პაპუაშვილს და ირაკლი კობახიძეს შეხვდა

ამერიკელი  დიპლომატი კელი დეგნანი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და ირაკლი კობახიძეს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საკანონმდებლო საქმინობა, საკონსტიტუციო ცვლილებები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები

კელი დეგნანის თქმით, აშშ ამაყობს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობით და იმ პროექტებით, რომლებიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველში. 

"კარგი შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი საქართველოს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს და ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი და სხვა პრიორიტეტული თემები განვიხილეთ, რაც სესიების განმავლობაში იქნება განხილული. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვთ კანონმდებლებს. მოხარული ვარ, რომ პრიორიტეტული საკითხი სასამართლო რეფორმაა, ასევე, ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობის ჰარმონიზება, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებით.

გარდა ამისა, საქართველომ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ბაიდენის მოწვევის დემოკრატიის სამიტში. ეს კარგი შესაძლებლობაა პოლიტიკური სპექტრისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაონ, როგორც საგარეო კუთხით, მათ შორის რუსეთის აგრესიის შესახებ, ასევე, საშინაო საკითხებზე, როგორიცაა კოვიდი, სოციალ-ეკონომიკური პრობლემები. აშშ ამაყობს საქართველოს მრავალი კუთხით თანამშრომლობაზე, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების, ეკონომიკის და განათლების თემებზე,"- აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები