"საქართველოს აქვს ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა, როგორც NATO-ში ინტეგრაციის, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა," - განცხადება ამის შესახებ დავით ზალკალიანმა, ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტისას, ლიეტუვას პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრეზინდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა მის ლიეტუველ კოლეგას და სეიმის სპიკერს. საუბრის თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთთან მიმდინარე დიალოგი და უკრაინისა და საქართველოს ნატოსადმი ინტეგრაციაში მხარდაჭერა იყო.