მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ლონდა თოლორაიასთან შესახვედრად ემზადებიან.
სახელმწიფო ინსპექტორმა უფლებადამცველებს, გლდანის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის შესახლების ამსახველი ვიდეოკადრების სრული მასალა უნდა წარუდგინოს.
თავად პატიმარი კი ისევ სტუმრებს იღებს - სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავში ლიზა იასკო და თინა ბოკუჩავა ჩავიდნენ.
"აქამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების პრობლემა არ მქონია. დაშვება არ მაქვს და სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია ბაზაში არ არის - მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს. ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში შესვლაზე. მეუბნებიან რომ მოვიცადო. მე უკრაინის პარლამენტის წევრი ვარ და ჩემი სამუშაო მაქვს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო.