16 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ენმ-ს აქცია სემეკთან - შეკრებილები ელექტროენერგიის ტარიფს აპროტესტებენ

ამ წუთებში სემეკთან საპროტესტო აქციაა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ელექტროენერგიის ტარიფს აპროტესტებენ.

"არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს ის გაძვირება, რომელიც 2022 წლის იანვრის ბოლოდან, ქვითრებზე აისახება. მთავარი მოთხოვნა გვაქვს - კომპანიის ჩახსნა, ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნება, რაც აქამდე იყო და ასევე, მნიშვნელოვანია იმ კომპანიის გასაჯაროება, რომელიც შუაში არის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები