ამ წუთებში ფრაქცია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრები, ქობულეთის მერთან შეხვედრაზე იმყოფებიან. ოპოზიციის წევრები ბოლო დღეებში უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
ლაშა კომახიძე განცხადებით, მაღალმთიან ზონებში დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენები და მოსახლეობა ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე არ არის გასუფთავებული შიდა სასოფლო გზები.
ოპოზიციის განცხადებით, მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უხდება.
შეხვედრის დაწყებამდე, ვიცე-მერმა დავით ვერულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ჩართულია დამატებითი ჯგუფები და ელექტრო ენერგიის მიწოდება მოსახლეობას ეტაპობრივად აღუდგება.