16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა..."- შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა სურს 

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე ისევ ფიქრობს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარ "ლეიბორისტს" ჯერ არ მიუღია, თუმცა შესაძლოა მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა საერთოდ არც მიეცეს.

მიზეზი ახალი რეგლამენტია, რომელიც არასაპატიო მიზეზით სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.- საკითხზე საპროცედურო კომიტეტი იმსჯელებს.

"მათი შესვლა პარლამენტში არის უპატიებელი ცოდვა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე. იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა იმ გაგებით, რომ ჩვენ შევძლებდით ახალი საპარალამენტო  არჩევნების გამოწვევას. მივწერე წერილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს იმის თაობაზე, რომ მოამზადონ ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები პარლამენტში ჩემი შესვლისათვის. ამაზე კი პასუხი იყო ის, რომ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე, ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს იხილავენ,"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები