"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2020-2021 წლების განმავლობაში სასამართლო პროცესებისა და მასშტაბური აქცია-მანიფესტაციების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტის მიხედვით სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმედ შეფასდა 42 მიმდინარე და დასრულებული სამართლებრივი საქმე.
ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად სავარაუდო დარღვევები გამოვლინდა 20 ივნისისა და 5 ივლისის საქმეებზეც.