ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რამაც წამლის ღირებულება უნდა შეამცირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა covid-19- ის მართვის მექანიზმებზე იმსჯელეს.
ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთის ელჩს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.