შალვა ნათელაშვილის სურვილს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ფიასკოს შედეგი" - ასე აფასებს ირაკლი ქადაგიშვილი ნათელაშვილის ინიციატივას.
"ფიასკოს შედეგია, რომ დღეს შალვა ნათელაშვილს სურს პარლამენტში შემოსვლა და უნდა ეს სცენა ისე დადგას, რომ იმიჯურად თავი გადაირჩინოს. პოლიტიკური ბოიკოტის ჩატარებას თავისი ფორმა აქვს. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგება არა იმიტომ, რომ შალვა ნათელაშვილმა ვინმეს რამეზე მიმართა, არამედ იმიტომ, რომ საშემოდგომო სესიებზე მას არასაპატიო გაცდენა ჰქონდა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე ისევ ფიქრობს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარ "ლეიბორისტს" ჯერ არ მიუღია, თუმცა შესაძლოა მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა საერთოდ არც მიეცეს.
მიზეზი ახალი რეგლამენტია, რომელიც არასაპატიო მიზეზით სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.- საკითხზე საპროცედურო კომიტეტი იმსჯელებს.