ლავროვი-ბლინკენის 2 საათიანი შეხვედრა ჟენევაში დასრულებულია. მხარეებმა პირველი განცხადებებიც გააკეთეს.
როგორც აშშ-ის მდივანმა აღნიშნა, ეს არ იყო მოლაპარაკება, ეს იყო აზრების გაცვლა. მან ლავროვს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სწრაფ და მკაცრ პასუხს მიიღებენ.
"შევთანხმდით დიპლომატიური დისკუსიების გაგრძელებაზე, ახლა მთავარია რა გზას აირჩევს რუსეთი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერაში აშშ და ევროპელი პარტნიორები ვართ მტკიცედ. მე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ რუსი სამხედროები თუ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მკაცრ პასუხს გავცემთ. ჩვენ ყველამ ერთობლივად უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები, შევამციროთ რისკები და გავზარდოთ გამჭირვალობა.
ერთგული ვართ პრინციპის არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ნატო-ზე ნატოს გარეშე," - აღნიშნა ბლიკენმა.