16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის პარლამენტში დაბრუნება მის სურვილზე აღარ არის დამოკიდებული - "ლეიბორისტების" ერთადერთი მანდატის ბედს პარლამენტი გადაწყვეტს

ლეიბორისტების ერთადერთი ადგილი პარლამენტში შესაძლოა ისევ ცარიელი დარჩეს. შალვა ნათელაშვილის მანდატის ბედს მისი კოლეგები გადაწყვეტენ. არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

სურვილის მიუხედავად, ლეიბორისტების ლიდერი მე 10 მოწვევის პარლამენტში შეიძლება ვერც კი დაბრუნდეს.

აღმოჩნდა, რომ ნათელკაშვილმა  პარლამენტის თავმჯდომარეს მისი მანდატის გააქტიურების მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა გაირკვა, რომ ნომერი პირველი ლეიბორისტის პარლამენტში შესვლა მასზე აღარ არის დამოკიდებული.

საპროცედურო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე, შალვა ნათელაშვილის გარდა, ბადრი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც განიხილავს.

ოპოზიციის ნაწილი შალვა ნათელაშვილთან სამომავლო თანამშრომლობაზე ჯერ ვერ საუბრობს. სამაგიეროდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ თუ რატომ შეიძლება თქვას უარი ლეიბორისტების ლიდერმა ბოიკოტზე.

ნათელაშვილის არგუმენტები ბიოკოტთან დაკავშირებით პოლიტიკური საბოტაჟია სახელისუფებო გუნდისთვის. 

შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს. კომიტეტის შემდეგ საკითხი სესიაზე გავა. მშრომელთა პარტიის ლიდერის მანდატი 51 დეპუტატის ხელშია.

დღის ამბები