16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
რა შემთხვევაში აღდგება ავიარეისები საქართველო-რუსეთს შორის - მხარეები ფრენების განახლების პირობებს ასახელებენ 

აღდგება თუ არა ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის - საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

2021 წლის რუსული დიპლომატიის შემაჯამებელ კითხვა-პასუხში, უწყება აღნიშნავს, რომ აკრძალვა დროებითია და რუსული მხარე ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების მიმართ. თუმცა აცხადებენ, რომ პროცესი ორმხრივი უნდა იყოს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ თავშეკავებულობისკენ

განცხადებაში დაკონკრეტებულია აკრძალვის მიზეზებიც.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, ეპიდსიტუაციაა და როგორც კი ეპიდვითარება გაუმჯობესდება, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება.

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ ავიარეისის აღდგენას ხელს უშლის პანდემიის სიტუაცია, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებს კი ამაში ვერ ვხედავთ. როგორც კი ეს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. ადრეც გვითქვამს, რომ მივესალმებოდით ავიარეისების აღდგენას თუ რუსეთის მხარე ამისათვის მზად იქნება,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, აბაშიძე აცხადებს, რომ რუსი ტურისტები საქართველოში ადრეც ჩამოდიოდნენ და ახლაც ჩამოდიან - მათი უსაფრთხოება კი, აბსოლუტურად გარანტირებულია.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. მაშინ ეს გადაწყვეტილება ოკუპანტმა ქვეყანამ, უსაფრთხოებით საბაბით ახსნა.

დღის ამბები