26 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
ჯანმო 5 წელს ზემოთ ბავშვებში pfizer-ით ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევს

მსოფლიოში "ომიკრონის" გავრცელების გამო ინფექციის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდება. საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსი 400 ათას ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემილოგიური ვითარება რთულია გერმანიასა და დიდ ბრიტანეთშიც.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კი კვლევები ჩაატარა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში.

"შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევები, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში. ჯერ კიდევ არის მილიონობით ადამიანი, რომლებსაც "ბუსტერ" დოზა ჯერ არ მიუღიათ. იმის გამო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ "ომიკრონის" ვარიანტის კვლევას, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში ინფექციების 99%-ზე მეტს წარმოადგენს, მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს საშუალება გაიკეთოს "", რაც შეიძლება მალე," - ამბობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, როშელ ვალენსკი

შტატებმა ჩინეთიდან ათობით რეისი გააუქმა, რასაც პეკინში ძალიან არაგონივრული ნაბიჯი უწოდეს. სტატისტიკა მზარდია ბარაზილიაში, სადაც დღიური მაჩვენებელი 160 ათას შემთხვევას აჭარბებს. ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებამ sinovac-ის გამოყენების ნებართვა გასცა. 

ჯანმომ 5 წელს ზემოთ ბავშვებისთვის pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.

დღის ამბები