16 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტის გაუქმების  მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარის მოუცლელობას ასახელებენ

ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარები - ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ მექსმანი და მარია კალიურანდი აცხადებენ, რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

გავრცელებულ განცხადებაში, ევროდეპუტატები მიზეზად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოუცლელობას ასახელებენ.

3 ევროპარლამენტარის საერთო განცხადების თანახმად, დაგეგმილი ვიზიტი მიზნად ისახავდა - "საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რისი მიზანიც არის პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად". 

დღის ამბები