"თავისუფლება უკრაინას" - ამ სლოგანით აქცია გაიმართა ქუთაისში. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, მეგობარი ქვეყანა ომის ზღვარზეა და ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
"დღევანდელი აქციით სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. დღევანდელი აქცია არის პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელიც უკრაინამ გაგვიწია 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში," - ამბობს მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" დამფუძნებელი ნიკოლოზ დეისაძე.