სოლიდარობა უკრაინას - სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა საქართველოში საელჩოს ღია წერილით მიმართეს.
მათივე თქმით, ამით დაადასტურეს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მისამართით გრძელდება. მათივე განმარტებით, "რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები".
აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა.