16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს - დავით ზალკალიანი 

საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს ზალკალიანი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, რითაც უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება.

კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება. 

დღის ამბები