16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ოჯახები ახალ ბინებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ. 

განცხადება ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

"ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, მას აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს უკვე დარჩენილი პრობლემები. მათ შორის, მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმის ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახების პრობლემა, ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა მათ ორი გზა, ერთი ეს არის - დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 $-ის ექვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო და მეორე გზა - დევნილ ოჯახებს, ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. რაც მთავარია, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებზე გასცა მინისტრმა დაპირება, რომლის მიხედვითაც, აღნიშული ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 2012 წლამდე დევნილთა საკითხების მიმართულებით.

"დევნილთა საკითხთა თაობაზე მე მქონდა საუბარი მინისტრ აზარაშვილთან. მისი დავალებით, გუშინ სააგენტომ გაავრცელა უკვე განცხადება. მანამდე მე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წლამდე, რა ვითარება იყო ამ მიმართულებით. 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. "მოკავებული" ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა, განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, რომ ოჯახს, თუნდაც მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვ.მ. ფართი უკანონდებოდა, ასევე არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და ასევე, 2012 წლამდე, განსახლების პროექტები ხორციელდებოდა უშუალოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური ცვლის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი.

2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები, ალტერნატივები. მე მინდა ეს ჩამოვთვალო და კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას:

ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული  ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა, დავიწყეთ ინტენსიურად და აქტიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან;

ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს;

დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით;

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. განხორციელდა მასშტაბური პროექტები,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები