პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე უკვე მუშაობს. უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაიწყება კონსულტაციები ფრაქციებს შორის ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა კომიტეტს მუშაობა დაწყებული აქვს მეორე რეზოლუციის ტექსტზეც, რომელიც საქართველოს NATO-ს წევრობას ეხება.
დღეს ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის თემაზე საუბრით დაიწყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის პირადადაც შეხვდა უკრაინის ელჩს და გამოუცხადა სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ვითარებაში. მისივე თქმით, მიუღებელია ნემისმიერი ქვეყნის მხრიდან მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.