უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კონსულტაციებს სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყებენ.
"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ერთიან ტექსტზე შეთანხმება დროულად მოხერხდება და დოკუმენტი საერთო შეთანხმების საგანი გახდება. რეზოლუციაში მთავარი ხაზი, დიდი ალბათობით, რუსული აგრესია და მომეტებული საფრთხეები იქნება.
უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება, საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
"ვფიქრობ, ის მუშაობა, რომელიც დაწყებულია შეთანხმებით უნდა დასრულდეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ის გაკეთებული განცხადებები კი, რომ სულისკვეთება, რომელიც სამუშაო რეჟიმში უკვე არის, ამის თქმის საფუძველს იძლევა. იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტარები ამ ტექსტთან მიმართებით შეთანხმდებიან,"- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.