16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ხატიას დეკანოიძე პარლამენტში შესვლას ემხრობა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი სრულად ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ მოთხოვნად, კვლავ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რჩება, რომელიც პატიმარი სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს შეისწავლის.

"უახლოეს პერიოდში მე თვითონ წარმოგიდგენთ ჩვენი ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჩვენ სრულფასოვნად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში - ასეთია ჩემი პოზიცია, ეს იქნება საგამოძიებო კომისიის მიმართულებით, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სტრატეგია გუნდური უნდა იყოს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები