16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან - ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და მოლდოვასთან.

მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ევროპული უსაფრთხოება და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება იყო, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.

"რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინაში და მის ირგვლივ და რუსეთის მცდელობები, ხელახლა შექმნას გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე, ძირს უთხრის ძირითად საფუძვლებსა და პრინციპებს, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება და აბრუნებს ბნელ მოგონებებს გავლენის სფეროებზე, რომელთა ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს სრულ და უდავო მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნებისმიერ სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები და საფასური მოჰყვება დამნაშავისთვის,"- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. ამასთან, ისინი მზად არიან, დიპლომატიის გზა გააგრძელონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა, მზად არიან „სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის.”

"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას, რათა ავხსნათ, რა ხდება ევროპაში და რუსეთის საფრთხეები და შევეცადოთ განვმარტოთ დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი ფართოდ ავრცელებს ამ ფაქტების შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია და დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას.

ჩვენ ვაპირებთ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენ ძალიან კარგად ვართ მზად რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის. ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით - არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის და სხვა პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად. არის კონკრეტული ქმედებები, რომელთა განხორციელებაც შეგვიძლია და რასაც ვაკეთებთ. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს გამოაცხადა ფინანსური დახმარების პაკეტი შესახებ უკრაინის მხარდასაჭერად - ჩვენი გრანტების გაორმაგება, ჩვენი მხარდაჭერა და გადაუდებელი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი ეწვევიან უკრაინას, რათა გაუზიარონ ეს სიახლე უკრაინის ხელისუფლებას,"- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები