16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის სრულ მზადყოფნაშია

8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯარის გადაყვანის ბრძანება არ არსებობს და რომ სამხედროები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ემზადებიან.

"თავდაცვის მდივანმა გაძლიერებულ მზადყოფნაში დაახლოებით 8 500 პერსონალი მოათავსა. შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები თავისი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად როგორც სახლში ისე, საზღვარგარეთ. რათა ისინი მზად იყვნენ უპასუხონ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, მათ შორის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მხარდასაჭერად მისი ამოქმედების შემთხვევაში,"- აღნიშნავს პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი.

აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც.

უკრაინაზე იმსჯელეს ევროპის ლიდერებმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვირტუალურ შეხვედრაზე. ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და ხაზი გაუსვეს დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების სურვილს.

უკრაინისთვის მილიარდ ევროზე მეტი დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა. 

დღის ამბები