16 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში მიმდინარე კვირას მოუსმენენ

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, პარლამენტში მიმდინარე კვირას მოუსმენენ. პროცესი იურიდიული კომიტეტზე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კეთილსინდისიერება, გამოცდილება და სამომავლო გეგემები შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანია თოთოეული კანდიდატის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი და მიუკერძოებლობა. ამ მიმართულებით გვექნება სწორედ კითხვა-პასუხი. ამის შემდეგ კი, ჩამოვყალიბდებით, რომელ კანდიდატურებს დავუჭერთ მხარს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. 

ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებას" უკვე მიღებული აქვს და ცესკოს თავმჯდომარე ამჯერადაც კალანდარიშვილი გახდება. კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი სესიაზე გავა.

"გირჩში" ამბობენ, რომ მხოლოდ ტექნიკურ მენეჯერს რომ ირჩევდნენ, კალანდარიშვილთან პრეტენზია არ ექნებოდათ. 

დღის ამბები