
პოლიციელი, რომელმაც შშმ პირზე იძალადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა.
მას ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს, რომელიც კოლეგის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს ჩუმად უყურებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გასამართლდება.