16 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კონსულტაციები დაიწყეს - ვის რა პოზიცია აქვს

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კონსულტაციები დაიწყეს. 

"არსებობს მზაობა, რომ ერთობლივი ინიციატივით მოხდეს ეს ყველაფერი და ასევე მნიშვნელოვანია კონსულტაციებზე შევჯერდეთ, მათ შორის ტექსტზეც. ამიტომ, ტექსტში უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის დაგმობა და მოწოდება მთავრობის მისამართით გაააქტიუროს ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

პოლიტიკური ოპონენტების მთავარი მიზანი რეზოლუციის დროულად მიღებაა, რადგან მხარეები ერთხმად მიიჩნევენ, რომ რუსეთი აგრესიული ქმედებებით გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს და რეზოლუციით არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს დაცვაც მოხდება. 

"რეზოლუცია პარლამენტის მხრიდან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ საქართველოს შეუძლია გაერთიანდეს ერთმნიშვნელოვან საგარეო მიმართულებასთან. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მზად არიან მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რომელიც უკრაინას ეხება. 

"ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვთ მშვიდობიანად და დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების უფლება. ამიტომ, თუ იქნება რაიმე ტიპის რეზოლუცია, რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, კარგი იქნება. ჩვენ მზად  ვართ ნებისმიერ ფორმატში მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმისათვის რომ მშვიდად განაგრძონ ცხოვრება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი ნიკა ობოლაძე.

დღის ამბები