16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ორჯერ იყვნენ მოსული პარლამენტში, რომ ამხტარიყვნენ მაგიდაზე და მოეწყოთ დებოში - ირაკლი ქადაგიშვილი ენმ-ს საპარლამენტო ცხოვრებაზე

შეწყდება, თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი - გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მიიღებს, თუმცა როგორც პარტიის წევრების ნაწილი აცხადებს, გუნდმა ბრძოლისათვის ყველა ველი და პლატფორმა უნდა გამოიყენოს. 

რაც შეეხება უმრავლესობას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს წარმომადგენლები პარლამენტში სულ ორჯერ იმყოფებოდნენ, და ორივეჯერ დებოშის მოსაწყობად. მისივე განმარტებით, მსგავსი სცენარით არ უნდა წარიმართოს მათი საკანონმდებლო მოღვაწეობა, რაც პირველ რიგში ოპოზიციისთვისვე იქნება უკეთესი.

"ორჯერ იყვნენ მოსული პარლამენტში, სხდომათა დარბაზში და ორივეჯერ ერთადერთი მიზნის გამო, რომ ამხტარიყვნენ მაგიდაზე და მოეწყოთ დებოში.

თუ ანალოგიური გაგრძელება ექნება მაგ პარლამენტში შემოსვლას, რაც იყო ისევ იქნება. თუ ოდნავ სერიოზულები იქნებიან, ოდნავ ოპოზიციის შინაარსს გაარკვევენ გარდა რევოლუციური სცენარის განვითარებისა ქუჩაში, სახლში თუ საპარლამენტო დარბაზში და უფრო კონსტრუქციულები იქნებიან და ეს სიტყვა ნუ აშინებს ნურავის, მაშინ რა თქმა უნდა მათთვის იქნება პირველ რიგში უკეთესი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები