16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
აუცილებელია ენმ ძლიერად და პრაქტიკულად იქნას ჩართული ზოგადსაპარლამენტო საქმიანობაში - ხატია დეკანოიძე 

შეწყდება თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი - გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. პარტიის ზოგიერთი წევრი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ემხრობა

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ყველა საჭირო შედეგის მისაღწევად აუცილებელია ენმ ჩართული იყოს ზოგადსაპარლამენტო ცხოვრებაში.

"იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც გვჭირდება, მათ შორის საგამოძიებო კომისიებზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, 5 ივლისის კომისია, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, ამ შემთხვევაში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე დიდი ფრაქციაა ოპოზიციური, აუცილებელია ძლიერად და პრაქტიკულად იქნას ჩართული ზოგადსაპარლამენტო საქმიანობაში. მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვუსმენთ ერთმანეთის აზრს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობით მივიღოთ ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები