16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
ლანჩხუთის საკრებულოში ხელფასების 50%-იან მატებას საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლების წახალისებით ხსნია

ოზურგეთის საკრებულოს შემდეგ ხელფასები იზრდება ლანჩხუთის საკრებულოშიც. წარმომადგენლობითმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე საუბარია საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდაზე. ხელფასები 50%-ით უნდა გაიზარდოს, აღნიშნულ საკითხს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, ამ პროცესს საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩახვაძე კი აცხადებს, რომ ხელფასების ზრდის მიზანი დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებაა. 

დღის ამბები