20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა

პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი შშმ პირის სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა. მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს.

ნაცემი არასრულწლოვნის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა მისი საზოგადოებრივი ადვოკატი, დედა და ასევე თარჯიმანი. საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

ამ ეტაპზე კი ნაცემი არასრულწლოვანი შშმ პირს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხავენ. ამ შემთხვევაშიც მას თან ახლავს, დედა, ადვოკატები, თარჯიმანი და ფსიქოლოგი.

მასთან ერთად ასევე იმყოფება ვიდეოს გადამღები სრულსწლოვანიც

შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

 

ავტორი: ანო წიკლაური

დღის ამბები