16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
შეწყდება თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი - "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ფრაქციის სხდომა იმართება. პოლიტსაბჭომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეწყდება თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი და როგორი იქნება პარტიის სამომავლო სტრატეგია. ამ თემაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება სურს. მედია ელოდება განცხადებას, რომელსაც სავარაუდოდ ხატია დეკანოიძე გააკეთებს.

თინა ბოკუჩავა პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს. მისი მოსაზრებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრძოლის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნაც:

"იყო აღნიშნულ საკითხზე დისკუსია, არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. იცით, რომ საპარლამენტო მუშაობის განახლება ხდება თებერვლის დასაწყისში და ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენოს ყველა ბრძოლის ბერკეტი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, მათთვის მნიშვნელოვანი თემების პედალირებისთვის პარლამენტში და ასევე არჩევნების მიღწევისთვის, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები