ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს თენგიზ თევზაძეს ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თენგიზ თევზაძემაც, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ყველა ფრაქციას შეხვდეს.
"განსაკუთრებით მომეწონა ტექნოლოგიურ განახლებასთან დაკავშირებით მისი ხედვა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ ვიყოთ არქაულ სისტემაში ჩაკეტილი და ახალი ტექნოლოგიები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მას ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა ექნება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.