20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
პროკურატურამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
უწყებაში აცხადებენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

დღის ამბები