"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს და მსჯელობას, დაუბრუნდებიან თუ არა პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი რესურსი არ აქვს იმისათვის, რომ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.
"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, არ აქვს არანაირი რესურსი იმისა, რომ მათ შეეძლოთ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ეს აჩვენა იმ მოკლე პერიოდმა, როდესაც ისინი მეტ-ნაკლებად აქტიურად დადიოდნენ საპარლამენტო სხდომებზე," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
"თუ ოდნავ სერიოზულები იქნებიან, ოდნავ ოპოზიციის შინაარსს გაარკვევენ, გარდა რევოლუციური სცენარის განვითარებისა ქუჩაში, სახლში თუ საპარლამენტო დარბაზში და უფრო კონსტრუქციულები იქნებიან და ეს სიტყვა ნუ აშინებს ნურავის, მაშინ რა თქმა უნდა, მათთვის იქნება პირველ რიგში უკეთესი," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.